Sunday, March 13, 2016

ინტელის პროექტი

სპორტი  და ჯანმრთელობა

კურსის რეფლექსია

შევქმენი  ელექტრონული პორთფილიო,პროექტის ფარგლებში გავიგეთ,როგორ  გამოვიყენებთ ჩვენს თემაში  მუშაობისას ინტერნეტს,  გავეცანი სხვადასხვა საიტის მისამართს.აქტიურად გამოვიყენე რესურსები   დავალებების შესრულების დროს.გავეცანი სხვადასხვა მოდულს და მათ დანიშნულებას.
შევქმენი პაპკები სხვადასხვა სახელწოდებებით,მათში ჩავალაგე  შესაბამისი  დოკუმენტები,მოვამზადე პრეზენტაცია , ბუკლეტი, მოსწავლის ნაშრომი,პროექტის გეგმა,ჩავსვი  ელექტრონული მისამართები, გამოყენებული  ლიტერატურა.ზოგადად, საინტერესოდ წარიმართა  ტრენინგი, მივიღეთ  საკმაო განათლება, რასაც აქტიურად გამოვიყენებ   ჩემს სამუშაო  პრაქტიკაში.

Sunday, February 21, 2016

მე- 6 დღის რეფლექსია

ამ მოდულში  ჩვენ გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს,სტანდარტებისა და  მიზნების რუბრიკას,განახლებული ბუმის ტაქსონომიას და 21 -ე საუკუნის უნარ ჩვევების სიტყვებს. აგრეთვე განვსაზღვრეთ საგნის სტანდარტის რომელი შედეგის ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგებლში. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი სკვანძო კითხვები,გავეცანით პროექტის შეფასების ვებგვერდს,შეფასების სტრატეგიებს,რომელიც იყოფა 5 ძირითად კატეგორიად.პრეზენტაციის ფორმას, ჩვენი პროექტისთვის.განვიხილეთ ვიცი-მინდა-ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა.მაგალითისთვის ვნახეთ აფრიკული მოდელის ნიმუში.გავეცანით  პრეზენტაციის ფორმას, რათა შევქმნათ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე,გავეცანით საავტორო უფლებებს. ვნახეთ საძიებო სისიტემა,ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა.

Saturday, February 13, 2016

მესამე დღის პეფლექსია

      ამ მოდულის განხილვისას გავეცანი ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას სწავლების პროცესში.შევისწავლე და გავაანალიზე 21 -ე საუკუნის  უნარ-ჩვევები. განვიხილე, თუ როგორ ხდება სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შექმნა.შევისწავლე პორტფოლიოს [ელექტრონული საქაღალდის] შექმნა.აგრეთვე გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას.დავსახე სასწავლო მიზნები.შევისწავლე ,სად შეიძლება მოვიძიო ელექტრონული მასალა,სად არის რესურსები და როგორ მოვნიშნოთ.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებასა და ბუკლეტების შექმნას.